18:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 18:16:30, 1000 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 26 მაისის თემატიკით გააფორმა

 საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია.

ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმეს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, თბილისისა და ქუთაისის შემდეგ დასრულდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზეიმოდ გაფორმება. რამდენიმე დღეში კი ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტებიც თემატურად გაფორმებაც დასრულდება.

..ჩვენ დღეს დავასრულეთ ბათუმის ალექსანდრე ქართველის აეროპორტის დაბრენდვა, რომელიც საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ აქაც, სხვა საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად გამოვიყენეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო ვიზუალები, ჩვენ დავამატეთ პირველი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, გამომგონებლისა და მფრინავის, ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსის - ალექსანდრე ქართველიშვილის ცნობილი ფოტოც,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics