13:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 16:04:04, 1482 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება დაცულია, ვისაც ლგბტ თემის მხარდაჭერა სურს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება და თავისუფლება დაცულია, ვისაც ლგბტ თემის მხარდაჭერა სურს.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან, რომ ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება უზრუნველყონ.

წულუკიანმა წინა ხელისუფლება და იმ პერიოდში ჩატარებული აქციებიც გაიხსენა.

„მე ამ წუთებში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს. იმ 17 მაისის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაცული არ იყო. სახელმწიფომ მაშინ იმ 17 მაისს ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობა ბოლომდე იყო მომზადებული. მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფები თუ საჭირო გახდებოდა თითოეული მათგანისიგან დაეცვა დ ასევე თითოეული მათგანის უსაფრთხოება უზრუნველყო“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს.

თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics