|
2018-05-16 17:32:58, 840 ნახვა
რეგიონი
როინ აბუსელიძის შემოქმედებითი საღამო შუახევში
შუახევის საჯარო ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში როინ აბუსელიძის პოეზიის საღამო მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოეზიის მოყვარულები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო როინ აბუსელიძემ. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები. მომავალმა პოეტმა წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, ჟურნალ-გაზეთებში. 2010 წელს გამოცემული აქვს კრებული “ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა”. ამავე წელს გამოიცა როინ აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. როინ აბუსელიძე არის ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი პრემიის ლაურიატი, ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის და წინანდლის პრემიების ლაურეატი, ასევე, ლექსების გამოფენის გამარჯვებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)