|
2018-05-16 16:57:45, 530 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება
აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მ/წლის 17 მაისს დილის 4 საათიდან დღის 14 საათამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მსხვილ მომხმარებელს 17 მაისს დილის 4 საათიდან 17 მაისის დღის 14 საათამდე შეუწყდება გაზის მიწოდება. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი„-ს აჭარის რეგიონის ტექნიკური სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, გაზის გათიშვის შემთხვევაში, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „სოკარ ჯორჯის გაზი"-ს ადმინისტრაცია მომხმარებლებს ეტაპობრივად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)