|
2015-05-26 10:11:50, 374 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა გამთლიანდება. “დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ეს ჩვენი წინაპრების უდიდესო მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი. ეს არის ქართული სახელწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე - ოდესმე. ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწოფოს. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყენებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)