|
2018-05-16 11:31:39, 543 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში პარვიზ ისმაილზადეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა - ჯანდაცვის მიმართულებით 2012 წელს დაწყო. 2012 წელს ნახიჩევანში ბათუმიდან იმყოფებოდა ასთმით დაავდებული 15 მოზარდი. მეორე ვიზიტი განხორციელდა 2014 წელს, ბათუმიდან ნახიჩევანში გაემგზავრა 23 მოზარდი. ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უმასპინძლა ნახიჩევანის რესპუბლიკის სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 21 წარმომადგენელს. პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა. პარვიზ ისმაილზადემ აჭარაში დიპლომატიური საქმიანობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ახალმა კონსულმა რაშიდ ისმაილოვი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში 2015 წელიდან საქმიანობდა. მინისტრმა ახალ კონსულს აჭარაში დიპლომატიური მისისს დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)