|
2018-05-16 11:05:52, 713 ნახვა
რეგიონი
ჯიოევი: პირველი მარტიდან დღემდე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ
„2018 წლის პირველი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ“, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა. ჯიოევმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზრვრის უკანონო გადაკვეთა პროვოკაციად უნდა შეფასდეს. „ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც 6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სოფელ აძისარის (აძვისთავის) მახლობლად მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება სურდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაუშვებელია, რადგან ეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. ჩვენ ავუხსენით საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ქმედებები პროვოკაციად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ჯიოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)