15:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 12:45:33, 1414 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: უხერხულია, როდესაც საგარეო მინისტრი ფაშისტურ ჯგუფებთან დაპირისპირებაზე შეკითხვას ვერ პასუხობს

ფაშისტური ჯგუფები თქვენგან არის მართული და ამიტომ ვერ გვცემთ პასუხს თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, რომელსაც პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფები „ქართული მარშის“ სახელით რუსეთის დაკვეთას ახორციელებენ.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, დაუსპირისპირედს ამ ქვეყანაში მოქმედ ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით, რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე, როდესაც ამ ხელისუფლების წარომადგენელიც იყავით, თქვენ ბატონო მინისტრო. თუ სწორად მახსოვს ვერა ქობალიას მოადგილე იყავით, ამიტომ პირდაპირ გაგვეცით პასუხი რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ჯგუფების წინააღმდეგ, თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ ამ ჯგუფებს და ამიტომაც ვერ გამცემთ პასუხს ამ შეკითხვაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics