|
2018-05-15 12:07:53, 602 ნახვა
რეგიონი
აჭარაში თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს 41 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს კიდევ 41 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. კერძოდ, შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროგრამაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი 41 და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიდაან წარმოდგენილი 1 ოჯახი ჩაერთო. კომისიამ რეკომენდაცია გასცა სტიქიის შედეგად დაზარებული 2 ოჯაის დამატებით შესწავლის მიზნით. მიმდინარე წელს პროგრამით საცხოვრებელი სახლი უკვე შეიძინა 46-მა ოჯახმა ოჯახმა, ხოლო 7 ოჯახს მიმდინარე დღეებში გაუფორმდება ხელშეკრულება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)