15:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 21:16:27, 1453 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, არსებობს რესურსი, რომ პოზიციები შეჯერდეს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის, თუმცა, ასევე არსებობს რესურსები რომ პოზიციები შეჯერდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს.

„ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ნარკოპოლიტიკის კანონთან დაკავშირებით, მართალია, არსებობს  აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის თუმცა, ასევე არსებობს რესურსები რომ შეჯერდეს პოზიციები. გვინდა, რომ თვის ბოლომდე, ორი  კვირის განმავლობაში მოვამზადოთ ეს პროექტი, დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი რაც გახდება იმის წინაპირობა რომ ჩვენ სესიის ბოლომდე ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ზოგადი პრინციპები.  მთავარი ამოცანა არის ის რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ამოცანა არის ის რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს ზოგადად ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენ მიერ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება მარიხუანას ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარეს თქმით, ესეც არის ნარკოპოლიტიკის ნაწილი და ყველა საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics