|
2018-05-14 12:51:24, 522 ნახვა
რეგიონი
მარნეულში სამელიორაციო პროექტები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი, მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებულ მაგისტრალურ არხს, რომლის ძირი და ფერდები ეწყობა ბეტონით, რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა და კეთდება გაბიონები. ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 4,075 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას. არჩილ ბუკია ადგილზე გაეცნო ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენით სამუშაოებს, სადაც მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებს რეაბილიტაცია უტარდება - ივსება ბზარები, მონტაჟდება ახალი ფილები, ეწყობა ბორდიურები. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალური არხის დანალექისგან გაწმენდის სამუშაოები. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3,835 მიწის ფართობზე გაუმჯობესდება მორწყვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხზე; რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა, იწმინდება და რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ არხს. აღმაშენებლის სარწყავი სისტემის მწყობრში მოყვანა 1,886 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)