01:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 21:56:14, 1546 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს.

როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.

„ეს არ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება. რაც მან ილაპარაკა არაადეკვატურია. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, გამზირზე არსებული ვითარება გააკონტროლონ და არ მისცენ კონტრაქციების მონაწილეებს საშუალება, რომ ინციდენტი მოხდეს“,  - განაცხადა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ. ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში ხელისუფლება მკაცრი იქნება, ხოლო მომხმარებლებთან უფრო ჰუმანური.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულად









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics