00:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 17:14:53, 1321 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს.

აღნიშნულის გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მეტრო „რუსთაველის“ მიმართულებით არის შესაძლებელი.

გზის გადაკეტვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აქციას ასობით ადამიანი შეემატა.  

ამ დროისთვის ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ამასთან, ტერიტორიაზე ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს რუსთაველის  გამზირის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics