18:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 12:57:54, 1597 ნახვა

კომენტარი
ტურისტი ჩატარებულ სპეცოპერაციზე: ვაპირებ, მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო

„ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო“,  - ამის შესახებ გუშინ კლუბ „ბასიანთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულმა ბრიტანეთის მოქალაქემ მილო ალექსანდერ კრავერსმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

კრავრესმა მისი დაკავების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიციას ამის მიზეზი არ ჰქონდა.

„მე ვიყავი კლუბი „ბასიანის“ შესასვლელთან. უცებ მოვარდნენ პოლიციელები. ზოგირთი დააწვინეს. მე დამაკავეს იმისთვის, რომ თითქოსდა წინააღმდეგობა გავუწიე მათ საქმიანობის დროს. წამიყვანეს და მალევე გამათავისუფლეს, რადგან რეალურად არც არსებობდა ჩემი დაკავების მიზეზი. დამისვეს ძალიან ბევრი შეკითხვა. სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა მათთან კითხვები, რაზეც პასუხები თითქმის ვერ მივიღე. საელჩოსთვის ჯერ არ მიმიმართავს, მაგრამ ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო“,- აღნიშნა ბრიტანელმა ტურისტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics