23:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 05:43:52, 1771 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე და კიდევ 4 პირი დააკავეს - ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე და კიდევ 4 პირი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჯერჯერობით უცნობია თუ სად ყავთ გადაყვანილი ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე გვარაჯალაძისგან და პოლიციელებისგან ითხოვდა პასუხისმგებელი პირების განმარტებას, სამართალდამცავები აქციაზე მყოფ პირებს უმიზეზოდ რატომ აკავებენ. გვარჯალაძემ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ თვითონაც არ იცის რა ხდება.

პარლამენტის პერიმეტზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, მათ ჩაკეტილი აქვთ, პარლამეტთან მისასვლელი გზები, ადგილზე რამდენიმე სასწრაფოს მანქანაცაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ლაშა მესხის ფოტო









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics