00:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 12:17:17, 1679 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა - „გამჭვირვალობა“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. 

კვლევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს და ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. 

კვლევით დადგინდა , რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ;

ასევე, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%, შესაბამისად; 

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ;

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%)

გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის  შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს.

კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.transparency.ge/ge/post/sazogadoebrivi-azris-kvleva-korupcia-ndoba-institutebis-mimart-da-sajaro-politikis-sakitxebi





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics