00:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 20:34:47, 1889 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ მომავალი პრეზიდენტი ათონელის შესანიშნავ რეზიდენციაში შევა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში უნდა დაბინავდეს. 

წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ორი რეზიდენციის ხარჯებს ფარავს და ამის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც მათ შორის თავის დროზე ბატონი გიორგი მარგველაშვილის იდეების საფუძველზე და მისი მონაწილეობით გარემონტდა და მომზადდა, უნდა ამოქმედდეს. რადგან ეს იყო რეზიდენცია, რომლის მომზადებაშიც მან პირადი წვლილი შეიტანა, იმიტომ, რომ ეს რეზიდენცია მზადდებოდა ახალ არჩეული პრეზიდენტისთვის. თუმცა, მოგვიანებით ყველას სიურპირზად მან განაცხადა, ათონელის რეზიდენციაში შესვლაზე, დღემდე სახელმწიფო ინახავს ათონელის რეზიდენციასაც და ასევე ინახავს იმ სასახლეს, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი საქმიანობს. შესაბამისად, ვთვლი, რომ წმინდა ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარეც, ჩვენს სახლემწიფოს არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ფუფუნება, რომ 2 სასახლე შეინახოს, დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალი პრეზიდენტი , რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მართლაც კონსტიტუციის და ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, და ხელისუფლების შტოებს შორის მშვიდობის შემქნელი, შევა სწორედ ათონელის შესანიშნავ რეზიდენციაში”, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics