20:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 13:37:20, 798 ნახვა

სამართალი
გომელაური: სასამართლომ თენგიზ ერისთავი დაკავების დროს პროცედურული დარღვევების გამო გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სასამართლომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავი იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ დაკავების დროს პროცედურული დარღვევები იყო. 

ხოლო, ჩაუდეს თუ არა მას ნარკოტიკი, მინისტრის თქმით, ამას პროკურატურა იძიებს. 

"ის როგორც ვიცი გამართლდა არა როგორც აცხადებენ ადვოკატები, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი და ამიტომ გაათავისუფლეს... სასამართლომ ის იქიდან გამომდინარე გაათავისუფლა, რომ იყო პროცედურული დარღვევევბი დაკავების დროს, ჩაუდეს თუ არა ნარკოტიკი - პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება.

ამ შემთხვევას, რაზეც პრეტენზია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, ამაზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს, თუ დადასტურდება რა თქმა უნდა დაისჯებიან ეს პოლიციელები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, ეს არ მომხდარა", - აღნიშნა გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics