20:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 10:43:42, 1932 ნახვა

პოლიტიკა
„შეშფოთებული ვართ გამშვები პუნქტის ჩაკეტვით“ - აშშ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ გამშვები პუნქტის ჩაკეტვით“ - აშშ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტიმ განაცხადა. 

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას გმობს და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს. 

„აშშ შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას ემთხვევა და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას წარმოადგენს. გარდა ამისა, აშშ მოითხოვს, რომ დე-ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან აიკრძალება და 10 მაისის დილის 08:00 საათიდან აღდგება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics