|
2018-05-07 17:15:17, 2084 ნახვა
სამართალი
სერგეენკო: ნარკოლიბერალიზაცია არ არის სწორი გზა, აუცილებელია მიწოდებისა და მოხმარების შემცირებაზე ვიფიქროთ
„მინდა მოვუწდო ყველას, რომ ასეთი ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი არ არსებობს. მნიშვნელოვანია, ზიანის და ასევე მიწოდება–მოხმარების შემცირება, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოებამ ნარკოტიკთან დაკავშირებული საფრთხე გაიაზროს. „ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერება. ვერანაირი ჯანდაცვის სამინისტრო ათასჯერ გამრავლებული, მთლიანად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუკი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და სწორი გაცნობიერება იმის, რომ ორივეს, როგორც კლუბურ ასევე რეკრეაციულ ნარკოტიკს შეუძლია ფატალური შედეგები გამოიღოს, როგორც სხვა ტიპის ნარკოტიკებმა“, - აღნიშნა მინისტრმა. სერგეენკოს თქმით, ლიბერალიზაცია ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებაზე არ უნდა განხორციელდეს. „ლიბერალიზაცია და თავისუფალ დინებაზე მიშვება ნებისმიერი სახის ნარკოტიკის არ არის სწორი გზა. მარიხუანაზე უკვე მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, როდესაც 70 გრამამდე მშრალი ნივთიერების ქონა ითვლება უბრალო მოხმარებად და არ ისჯება. თუმცა, ნებისმიერ ნარკოტილულ საშუალებაზე ეს არ უნდა განხორციელდეს. ნარკოპოლიტიკის ცვლილება არის მხოლოდ ერთი რამ, რაც შეიძლება მეტი მიწოდების შემცირება და მოხმარების შემცირება. ნებისმიერი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული აქეთკენ და არა მისი პოპულარიზაციისკენ“, –აღნიშნა სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ნალოქსინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ამოღება სააფთიაქო ქსელებიდან არ იგეგმება. „ნალოქსინი ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში რეცეპტით გაიცემა. მე არ ვიცი რომელი ნარკოლოგი ითხოვს მის ამოღებას, მაგრამ ფარმაკოლოგიაში თუნდაც, ზედაპირულად ჩახედული ადამიანისთვის ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩნდეს. ნალოქსინი არის სელექციური, მიზანმიმართული ოპოიდების მოქმედების შემამსუბუქებელი მედიკამენტი, ხოლო ის ნარკოტიკები, რომლებიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიკოტროპული ტიპის, რომელზეც ნალოქსინი არ მოქმედებს არანაირი სახით, პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარება აქცენტირება მცდარად გადაიტანოს ნალოქსინის ძებნაზე და რეალური დახმარება დაიკარგოს. ასე რომ ფსიკიტორპულ მედიკამენტებზე ნალოქსინი ცალსახად არ მოქმედებს“, –აღნიშნა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)