|
2018-05-07 11:04:27, 704 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წლების საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წწ საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სააგენტოს მიერ 2019 წლისათვის განსახორციელებელ პროგრამის პროექტს შეეხო. პრეზენტაცია სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ წარადგინა. სააგენტო მომავალი წლისთვის, მიზნობრივი პროგრამის "დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა" ფარგლებში 5 ქვეპროგრამის განხორციელებას გეგმავს: 1️⃣️ "დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება / გადამზადების გზით " - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთის მხრივ პროფესიული უნარების შეძენა /ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიებელთათვის, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში მოკლევადიანი გადამზადების ინტენსიური სასწავლო მოდულის შეთავაზებას, ხოლო მეორეს მხრივ სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის, კვალიფიკაციის სრულყოფას გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებით. ბენეფიციარები სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ - ჩვევების განვითარების მიზნით გაივლიან სუბსიდირებად საწარმოო პრაქტიკას. ქვეპროგრამით ისარგებლებს 100 ბენეფიციარი. 2️⃣️ "შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა"- ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება 8 შშმ პირისათვის შრომითი უნარების ინდივიდუალური შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე კარიერული განვითარების გეგმის შედგენა, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შეთავაზება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტაჟირების /საწარმოო პრაქტიკის ორგანიზება. 3️ "️კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით"- ქვეპროგრამა ითვალისწინებს სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებული 140 პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, მათთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ახალი საბაზრო მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად ორგანიზაციული მართვის, მარკეტინგის, შრომის პროფესიული უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებში. 4️⃣️️ "სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა" - ქვეპროგრამით განსაზღვრულია სტუდენტების პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისათვის სწავლასთან თავსებადი განრიგით შრომის ბაზრის მიმართულებებზე ორიენტირებული მოკლევადიანი არაფორმალური განათლების მოდულის შეთავაზება, სწავლების პერიოდში, კონკრეტულ სამუშაო ადგილზე საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებით პროფესიისთვის საჭირო უნარების ამაღლება და მიღებული ცოდნის შესაბამისად პარტნიორ ორგანიზაციებში სწავლასთან თავსებადი სამუშაო ადგილის შეთავაზება. 5️ "სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია" - ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობა, პერსონალური თანამშრომლობის გზით დამსაქმებლებთან/სამუშაოს მაძიებლებთან კომუნიკაციის გააქტიურება ვაკანსიების მოზიდვის მიზნით და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული ორიენტაციის და კარიერული განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლება. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 332 900 ლარს.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)