|
2018-05-07 10:15:41, 1603 ნახვა
სამართალი
დაბა მანგლისთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა
დაბა მაგლისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, წალკიდან კოდის მიმართულებით მოძრავმა “მერსედესის” მარკის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და 17 დაშავდა.დაშავებულები თბილისის და მარნეულის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებულები. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)