21:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 15:24:14, 1849 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღალვინა. პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის. წმ გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

წირვის შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარიც დალოცა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics