|
2018-05-04 10:59:36, 1498 ნახვა
სამართალი
შუახევის მერმა ბარათაულში ბეტონის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროსთან ედნარ შარაშიძესთან ერთად გომარდული - ჭვანის საავტომობილო გზის ბარათალის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. ბეტონის საფარი ბარათაულში 1,5 კმ მონაკვეთზე მოეწყობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება სოფელ ვანში შიდა სასაოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზეც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)