21:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 20:13:00, 1559 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტს დარბაზიდან გასვლისთვის საბაბი სჭირდებოდა, მას დისკუსია და დებატები არ უყვარს

„პრეზიდენტს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია და დებატები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „სამწუხარო ნიშანი მისი მოღვაწეობისა, იყო ე.წ. კინკლაობა. ეს ტერმინის ხშირად გამოიყენებოდა, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და დღესაც, მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. ჩვენ გვაქვს რეგლამენტით გათვალისწინებული გაწერილი პროცედურა დებატებზე. ეს პროცედურა ჩვენ გავნიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე და ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მას არც ერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ეს არის დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, დებატები, საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც არაერთხელ დაადასტურა. დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics