23:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 14:35:27, 1453 ნახვა

კომენტარი
ვეს მიტჩელი - რაც მეტად ძლიერია საქართველო, მით მეტად ძლიერია დასავლეთი

რაც მეტად ძლიერია საქართველო, მით მეტად ძლიერია დასავლეთი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატოსთან პარტნიორობის შედეგად, საქართველოს აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა გააუმჯობესოს თავისი თავდაცვისუნარიანობა, ინსტიტუტები და ურთიერთქმედება ალიანსთან.

„ყველა ამ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ უკვე 25 წელია გვერდში გიდგავართ. ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აგრესიის აქტის მე-10 წლისთავზე მე აღვნიშნავ თქვენი დამოუკიდებლობის მე-100 წლისთავს.  გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს აშშ-საქართველოს მეგობრობას!", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics