18:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:39:03, 1485 ნახვა

საზოგადოება
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 26% აფასებს, პრემიერის საქმიანობას კი, 25%

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორიგ კვირიკაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 23% - კარგად, 51% - საშუალოდ, 15% - ცუდად, 3% - ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად ასევე 3% აფასებს, კარგად - 22%, საშუალოდ - 52%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 3%, 6%-მა კი, არ იცის.

საპარლამენტო უცმირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 3% აფასებს, კარგად - 22%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 14%, ძალიან ცუდად - 3%, 14%-მა არ იცის.

სიაში ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არიან.

ირაკლი კობახიძის საქმიანობას 2% ძალიან კარგად აფასებს, 17% - კარგად, 43% - საშუალოდ, 17% -ცუდად, 5% - ძალიან ცუდად, ხოლო 16%-მა არ იცის. არჩილ თალაკვაძის საქმიანობას 1% - ძალია კარგად აფასებს, 12% - კარგად, 34% - საშუალოდ, 12% - ცუდად, 3% - ძალიან ცუდად, 38%-მა არ იცის.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics