15:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 13:12:05, 757 ნახვა

რეგიონი
სოფელ რუხში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში  ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო.

სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.

პროექტის პირველ ეტაპზე 0,5 ჰა ფართობზე თანამედროვე წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემებით აღჭურვილი სადედე პლანტაცია მოეწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ლურჯი მოცვის 5 სახეობის 4000-მდე ნერგის გამოყვანის მიზნით განხორციელდება კალმების აღება სადედე პლანტაციაში და მათი რეკომენდირებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სათბურში განთავსება. 2020 წლიდან დაგეგმილია მოყვანილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics