14:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 11:15:05, 589 ნახვა

რეგიონი
ხურვალეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხურვალეთის სატუმბ სადგურს, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები,   გამოიცვალა  სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები.

ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება. 

უკვე განხორციელებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 600 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

სარეაბილიტაციო სამუშოების სრულად განხორციელების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 1500-მდე გაიზრდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics