|
2018-04-25 22:38:56, 1631 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. „განვიხილეთ თქვენი წინადადება - 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს სწორი დროა, რომ გააჟღეროთ თქვენი სურვილი და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას. საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნავალ ელ მუტავაკელმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიზნებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, მიმდინარე წელს, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნა, რის შესახებაც გადაწყვეტილება თომას ბახმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქალაქ ლოზანაში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიერ დასახული მიზნის მისაღწევად - ქვეყანამ 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისკენაც დიდი ძალისხმევაა მიმართული. ითქვა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს ორი დღით სტუმრობს. დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარმოადგინოს მაროკო, როგორც 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო თასის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები სამირა სიტაილი და კამალ ლაჰლო ჰამიდი და მაროკოს სამეფოს საპატიო გენერალური კონსული საქართველოში მიხეილ ალხანიშვილი ესწრებოდნენ.
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)