|
2018-04-25 15:45:13, 1412 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება
ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა გახსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს. საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა. ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას. ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.
(NS)
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)