|
2015-05-22 17:45:38, 462 ნახვა
პოლიტიკა
რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი ცნობილია
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის ჩანაწერები უკვე ცნობილია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. „სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, ისე როგორც აღწერილია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ასევე მოუთმენლად ელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას, როდესაც ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება ყველა საჭირო რეფორმის გატარებით. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან, კომისიის მზაობას ყველაფერი გააკეთოს უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად და მათ გეგმას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახოს ანგარიშში 2015 წლის ბოლოსთვის. ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება საშუალებას მისცემს ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესის დასრულებას და ასევე საშუალებას მისცემს კომისიას, რომ შესთავაზოს ევროპარლამენტსა და საბჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლება", - ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)