14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 16:54:33, 1356 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელებმა სოფელ საგურამოში საინფორმაციო აქცია ჩაატარეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელებმა სოფელ საგურამოში საინფორმაციო აქცია ჩაატარეს.

საჯარო რეესტრის თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ,  მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის  შესახებ ინფორმაცია გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

პროექტის მენეჯერის ელენე გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირება და მაქსიმალური ჩართულობა აუცილებელია პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

საგურამოს მცხოვრებთა შეფასებით, საინფორმაციო აქციის საშუალებით მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, საპილოტო პროექტი მოსახლეობისთვის სასარგებლოა და მათ საჭიროებებს პასუხობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები წარმატებით დასრულდა კახეთის რეგიონის ოთხ სოფელში: ჯიმითში, მზისგულში, არხილოსკალოსა და არბოშიკში. ამჟამად მიწის აზომვითი სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სახლინოში მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics