|
2015-05-22 12:27:38, 385 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა
პოლიტიკის კოორდინაცია, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების განვითარება, ანტიკორუფციული და ღია მართველობის ელემენტები, გამართული ადმინისტრაციული სექტორის ჩამოყალიბება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დღეს არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და ევროკავშირის ექსპერტების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სტრატეგია. „საქართველოს მთავრობა მუშაობს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმაზე, რეფორმის სტრატეგია დღეს წარვუდგინეთ არასამთავრობო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო მმართველობის რეფორმირებას. მანამდე, ჩვენ გვქონდა მცდელობა მისი ელემენტების რეფორმა განგვეხორციელებინა. როგორც იცით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სამსახურის, ასევე საჯარო ფინანსების რეფორმა და ა.შ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მთელს რეფორმებს ერთიან კონტექსტში, როგორც მთლიანად საჯარო ადმინისტრირების და საჯარო მმართველობის რეფორმებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუროკრატიის ქვაკუთხედს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ევროინტეგრაციის და ევროკავშირის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, გვაქვს სრულად დაცული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი მარტინს კრიევინსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საჭიროა გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად. „ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს ადმინისტრაციას საჯარო მმართველობის რეფორმის შემუშავებაში,რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ასევე, გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც საქართველოს მთავრობა გადადგამს, მიმართული იქნება ევროპისკენ“, - აღნიშნა მარტინს კრიევინსმა. არასამთავრობო ორგანიზიების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, საბოლოო დოკუმენტს მთავრობის სხდომა ივნისის თვეში დაამტკიცებს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)