18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:05:52, 468 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ძალიან მალე ექნებათ

იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა.

პრემიერმა რიგაში  გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ.

„ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics