11:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 14:58:18, 1491 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოწაფეების მონაწილეობით მათი ღვაწლი გაძლიერდება, რომლის საფუძველიც უკვე შექმნილია უნივერსიტეტში.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის დამსახურება, ღირსების ორდენით, ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics