|
2018-04-12 15:03:14, 884 ნახვა
რეგიონი
84 წლის აჭარელი გიდი ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატით დააჯილდოვეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარაში ღვაწლმოსილი გიდი გუგული მახარაძე მოინახულა და მას რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატი გადასცა. გუგული მახარაძე 30 წლის განმავლობაში აჭარის სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი რეგიონში, რომელსაც 84 წლის ასაკშიც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა. პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო. „ნამდვილი ცხოვრება მე ვნახე მაშინ, როცა გიდად დავიწყე მუშაობა. ეს არის ძალიან დიდი თანამდებობდა, რადგან ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ იცნობ მათ და უნდა შეაყვარო შენი ქვეყანა. კარგად მახსოვს პირველი ექსკურსია. ეს იყო 1963 წლის 1 მაისი. ბათუმში შემოვიდა გემი პენსილვანია, რომელმაც ტურისტთა ჯგუფი შემოიყვანა ქალაქში. მაშინ გიდებს ძალიან დიდი პატივიცემით გვეპყრობოდნენ, ჩვენ ვიყავით ქვეყნის სახე და მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობაში“, - იხსენებს გუგული მახარაძე. სულხან ღლონტი სტუმრად აჭარის გამოცდილ გიდთან პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილთან და ხელოვნებათმცოდნე, კინოდოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტთან ერთად იმყოფებოდა. მან მასპინძელს აჭარაში ტურისტების მოზიდვის და გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“. „ქალბატონი გუგული არის სამაგალითო ადამიანი. მას 84 წლის ასაკშიც ზეპირად ახსოვს ყველა ის ნიუანსი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პროფესიონალი გიდისთვისაა აუცილებელი. ჩვენ მცირედი ყურადღებით გამოვხატეთ პატივისცემა ქალბატონი გუგულის პროფესიონალიზმისადმი და მისი თაობისადმი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს მისნაირი ბევრი გიდი ჰყავდეს,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)