|
2018-04-10 14:40:47, 1520 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტახტის მემკვიდრეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აფასებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთანმეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას - ამ მხრივ, მზადაა იმუშაოს მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლობის დღისწესრიგის გასაფართოებლად, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყნებს ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ. "ითქვა, რომ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით ზრდადი დინამიკაა და ადგილობრივი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით, ასევე გაზრდილია ქვეყნებსშორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე, საქართველო წარმოადგენენ რეგიონულ ჰაბებს და ორი,რეგიონული, საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობის გაგრძელებას და გაფართოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრისას არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს როლი როგორც აღმოსავლეთისადა დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღინიშნასაქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს, გახშირდა, მშვიდობიანიმოსახლეობის უფლებების დარღვევისა და დაკავების ფაქტები. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომსაერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხის გააქტიურებამნიშვნელოვანი და აუცილებელია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ საერთაშორისოთანამეგობრობის მხოლოდ თანმიმდევრულმა და მყარმა პოზიციამ შეიძლება გამოიღოს საქართველოში კონფლიქტებისმშვიდობიანი მოგვარების პროცესში დადებითი შედეგი, ამიტომ რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის უწყვეტი ზეწოლააუცილებლობაა. საქართველოს პრეზიდენტმა შედეგიანი უწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას დახაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს არაღიარების პოლიტიკისთვალსაზრისით. აშშ-ს კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საკანონმდებლოდონეზე. გიორგი მარგველაშვილი მიესალმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას დამისი გაფართოებისა და გაღრმავებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს: მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის,სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით",-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეზიდენციით ელ-ქუვეითში როლანდ ბერიძე.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)