|
2018-04-06 20:37:08, 1151 ნახვა
რეგიონი
7 აპრილს აქცია „არა ონის კასკადს“ გაიმართება
7 აპრილს 14 საათზე, ქალაქ ონში, მთავარ მოედანზე, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრები მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ზემო რაჭის მოსახლეობა მოძრაობის წევრებთან ერთად „ონის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებს. ხასგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა „არა ონის კასკადს“ არ თანამშრომლობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. მოძრაობის წევრებმა კონსულტაცია გაიაერს არაერთ გეოლოგსა თუ სეისმოლოგთან. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას. მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მოსაზრება ექსპერტებმა გააჟღერეს არაერთი სატელევიზიო ეთერის მეშვეობითაც. ამასთან ერთად, ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ არ ეცნობა საზოგადოებას და ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან წინა დღეს მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ პროექტი სახიფათოა და სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მისცენ კომპანია „ფერს“ მისი განხორციელების ნებართვა. მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრებმა უკვე შეიტანეს ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი განცხადებები შესაბამის უწყებებში და საჯაროდ მოითხოვეს, რომ არ მიეცეს კომპანია „ფერს“ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალება.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)