|
2015-05-21 12:38:38, 497 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი სახელმწიფო სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციას ახორციელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს იმ ადგილების კვლევა და შერჩევა, სადაც სანიველირო, გეგმიურ-სიმაღლური მოდელის შექმნისთვის საჭირო რეპერები უნდა განთავსდეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად, სააგენტოს სპეციალისტებმა საველე სამუშაოების შედეგად სანიველირე რეპერებისთვის ნატახტრის ხაზზე, საგურამოში, ფასანაურსა და ქვემო ქართლში შესაბამისი ადგილები უკვე შეარჩიეს. მას შემდეგ, რაც ტერიტორია სრულად მომზადდება და რეპერები დამაგრდება, მათი კოორდინატების განსაზღვრა და ერთიან ქსელზე მიბმა მოხდება. სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის შემდეგ კი მისი ელექტრონული კატალოგიც მომზადდება. „სახელმწიფო სანიველირო ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს, რაც დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე სიმაღლური ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. აღნიშნული ქსელის გამართულობა მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისათვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის. საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. აქედან გამომდინარე, დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისათვის სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა. სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების უმეტესობა დაზიანებული ან განადგურებლია. სააგენტოს პროექტიც სწორედ მათ აღდგენა-განახლებას ისახავს მიზნად. საქართველოს მასშტაბით სულ 2000-მდე სანიველირო ნიშანია მოსაკვლევი. მოკვლევის შედეგად სახელმწიფო სიმაღლური ქსელის მონაცემთა ბაზა შეიქმნება. ამას გარდა, მომზადდება საქართველოს ზუსტი ციფრული კვაზიგეოიდალური (სიმაღლური) მოდელი, რომელიც GPS - მიმღებებში ჩაიტვირთება და ადგილზე საჭირო წერტილების აბსოლუტური სიმაღლეების განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში. სანიველირო ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)