09:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 19:11:57, 1874 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მწვრთნელს ბრალდება წარედგინა-პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის ა.ვ.-ს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მწვრთნელისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

"დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს",-განმარტავენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics