09:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:50:14, 1777 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

თუმცა, ობუდსმენის განმარტებით, ამ საკითხზე მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა.

"საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სათანადო რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების სირთულე არსებობს.

გარდა ამისა, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფს ორსული ქალები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც წარმოადგენდა.

"316 მსგავს შემთხვევებს, როგორც წესი, ადგილი აქვს კერძო დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ. ასევე, სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობას", - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics