|
2015-05-20 10:34:43, 405 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ დღეს ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხაბაძე ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის სოფელ ნაკაიძეებში კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტების პროცესს დაესწრო. სამუშაოები 2015 წლის 1 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. ობიექტზე დასაქმებულია 12 ადამიანი, მათ შორის 6 ადგილობრივი. დღესვე არჩილ ხაბაძე ადგილობრივ დეპუტატებთან ერთად გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის კეთილმოწყობით სამუშაოებს გაეცნო. „ინფრასტრუქტურული ღონისძიება საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 1 296 669 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არარსებობა მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის. ამავე დასახლებაში სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩების კეთილმოწყობის პროექტი, რომლის განხორციელებაც საკანალიზაციო სისტემების კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება. მიმდინარე წელს გელაურის დასახლებაში დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე და ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებაში, სადაც პარალელურ რეჟიმში რამდენიმე გადამკვეთი ქუჩის მოასფალტება და ტროტუარების მოფილაქნება მიმდინარეობს, ეწყობა გაზონები და სანიაღვრე არხები. ასევე გაკეთდება ჭრილები ავტობუსის გაჩერებისა და სანაგვე ყუთების განთავსებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაობი, რომლისთვისაც 540 145 ლარია გათვალისწინებული, ივლისის ბოლოს დასრულდება. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 28 ათასი ლარია გათვალისწინებული. „წლების მანძილზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა პრობლემას უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იწვევდა ტურისტული სეზონის დროს ტურისტთა უკმაყოფილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)