05:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 17:09:15, 1428 ნახვა

სამართალი
დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს

დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სამაგალითოა.   ამის შესახებ  კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ღონისძიებაზე განაცხადეს.

 შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), წამების საწინააღმდეგო ინიციატივის კონვენციისა (CTI) და  წამების საწინააღმდეგო დანიური ინსტიტუტის (DIGNITY) მხარდაჭერით დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს.

სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ბერაძემ  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პროაბციის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ.

„საქართველოში წამების წინააღმდეგ დაკავშირებით გატარებული რეფორმები სამაგალითოა“, - აღნიშნა დანიის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტერეზა რიტერმა.

ღონისძიება წამების პრევენციის კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნსატოვსკიმ და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა გახსნეს. მოწვეულ ექსპერტთა მიერ განხილული იყო წამების პრევენციის მექანიზმთა აუცილებლობა და მათი ეფექტიანობა.

მოხსენებები შეეხო წამების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის სისტემაში გატარებულ ზომებს, მათ შორის სასამართლო, საგამოძიებო, პროკურატურისა და გასაჩივრების მექანიზმებს, კერძოდ, წამების პრევენციის მიმართულებით არსებულ სამართლებრივ გარანტიებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics