11:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:56:54, 571 ნახვა

რეგიონი
თელავის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თელავის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი მოქალაქე გიორგი მოსიაშვილს დაუპირისპირდა. დაპირისპირების განმუხტვა სამართალლდამცველებმა შეძლეს.

ინციდენტის შემდეგ სხდომა ადგილობრივ მოსახლეობასაც დაატოვებინეს.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა დღის წესრიგში გაყიდული მიწების პირველ საკითხად გატანას ითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ რუისპირში 45 ჰექტარი საძოვარი ფარულად გაასხვისეს, იყალთოში კი, კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.

საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშაძემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც ხმაური მოჰყვა. აღნიშნულის გამო, თხლაშაძემ საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics