10:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:11:30, 1449 ნახვა

კომენტარი
„დოპელმაიერის“ წარმომადგენელი: ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით

"დოპელმაიერის" სამხრეთ კავკასიის დირექტორის ნიკოლოზ გრძელიძის განცხადებით, საბაგიროს მომსახურეობას მთის კურორტების კომპანია მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით ახორციელებდა.

მისი განცხადებით, „დოპელმაიერი“ ყურადღებით აკვირდება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს დაზარალებულების რეაბილიტაციის პროცესი.  

მანვე აღნიშნა, რომ დასკვნის დადება კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა.

"სულ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში და ვუსურვებთ მათ რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ვიხილავთ მათ საქართველოს სამთო კურორტებზე. კომპანია დოპელმაიერის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთის კურორტების კომპანია "ბიურო ვერიტასს", იმისათვის რომ ფაქტია, ერთი კვირის თავზე ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ დამოუკიდებელი დასკვნა. ეს არ იქნებოდა შესაძლებელი უაღრესად კოორდინირებული პროცესის უზრუნველყოფის გარეშე. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, ინსპექტირების შედეგად დადგინდა რომ გუდაურის საძელე საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული. ყველა სისტემა მუშაობდა ტექნიკური პროტოკოლის მიხედვით. საბაგიროს მომსახურეობას მთის კურორტების კომპანია  ახორციელებდა მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით. ეს არის ცალსახა. ჩვენ საქართველოში ტურისტულ სექტორში და ურბანული ტრანსპორტის სექტორში ვმუშაობთ 1988 წლიდან და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საშუალება მოგვეცემა, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შევმატოთ მეტი ღირებულება და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა წარმატებით ამ ქვეყანაში. საბაგირო იმყოფებოდა სრულ მზადყოფნაში. ის იყო ტექნიკურად გამართული და ყველაფერი აჩვენებდა, რომ მთის კურორტების კომპანია მას უვლიდა", - განაცხადა ნიკოლოზ გრძელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics