13:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:30:47, 1674 ნახვა

კომენტარი
რასმუსენი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე: არ უნდა გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ტერიტორიები დაკარგულია

„არ უნდა გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ტერიტორიები დაკარგულია - არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ალიანსი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მეხუთე მუხლი. შეიძლება ვიდაოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია - საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რათა არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics