|
2015-05-19 14:12:29, 435 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ავსტრიის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს და წყლის მართვის ფედერალურ სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვისა და წყლის მართვის ფედერალურმა მინისტრმა ანდრე რუპრეხტერმა მოაწერეს. მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია შემდეგი სფეროები: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა; მდგრადი სატყეო მეურნეობა; კლიმატის ცვლილება; ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები; ჰაერის ხარისხი, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა; ნარჩენების მდგრადი მართვა, საწარმოო და სახიფათო ნარჩენების ჩათვლით; გარემოს მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების წარდგენა; ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა; ნებისმიერი სხვა სფერო, რომლის თაობაზეც მხარეები მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გარემოს დაცვის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლას. მეცნიერების, ექსპერტების, მარეგულირებლების და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა პირთათვის ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმების და შეხვედრების ორგანიზებას; მემორანდუმის ფარგლებში ექსპერტების, მეცნიერებისა და დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები გაიმართება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)