|
2018-03-17 15:08:40, 1587 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი ადვოკატის“ პრაქტიკული კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა იმ სტუდენტებს, რომლებმაც პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარინა ბერაძის განცხადებით, კურსი მომავალ ადვოკატებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, პროექტი სტუდენტების სამომავლო დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს საშუალებას არა მხოლოდ აიმაღლონ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები, არამედ სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდეთ. ჩვენთან სამსახურში მოდიან სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები და გვთხოვენ იმ სტუდენტებთან დაკავშირებას, რომლებიც ჩვენთან გადიოდნენ პრაქტიკას“,-განაცხადა მარინა ბერაძემ. საადვოკატო პრაქტიკას ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. ორგანიზაციამ პროექტში ამჯერად 90-მდე სტუდენტი ჩართო. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში. იურიდიული კლინიკა - „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. გარდა ამისა, კლინიკა აქტიურად მუშაობს მომავალი იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. გასულ წელს პრაქტიკა სულ 140 სტუდენტმა გაიარა, წელს კი პროექტში 200-მდე სტუდენტის ჩართვა იგეგმება.
(NS)
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)