17:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:35:53, 1329 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა უკრაინის დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩს პირადად მიაწოდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი პირადად ესაუბრა უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს  და გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად უკრაინის დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

„ველაპარაკე უკრაინის ელჩს და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია.  რა თქმა უნდა, დავარწმუნე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეების, ასევე ყველა დანარჩენი მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი-ვიცე პრემიერი ამ წუთებში  გუდაურში იმყოფება, სადაც  ცოტა ხნის წინ,  სათხილამურო ტრასაზე,  ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

დაშავებულთა შორის უკრაინის 3 მოქალაქეა. ერთი მათგანი უკვე გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში. დაშავებულთა შორის ასევე არიან ერთი შვედეთის მოქალაქე, ოთხი კი რუსეთის მოქალაქე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics